ახალი ამბები

ვინ და როგორ შეძლებს აშშ-ში შესვლას – ახალი წესები

23 ივლისი, 2020 • 1966
ვინ და როგორ შეძლებს აშშ-ში შესვლას – ახალი წესები

საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ ამერიკაში ლეგალური ბინადრობის უფლება, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში ევროპის შენგენის ზონაში, ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის ბინადრობის უფლებად არ ითვლება საიმიგრაციო ვიზა – მწვანე ბარათი (Green Card).

“22 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ NIE (National Interest Exception) გამონაკლისი დაუშვა უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, რომლებიც აშშ-ში მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიიდან. პრეზიდენტის პროკლამაციის 9993 (Schengen Area) და 9996 (United Kingdom and Ireland) მიხედვით, ინვესტორებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს, სახელშეკრულებო ტრეიდერებს და იმ პირებს, რომლებიც ბიზნესსაქმიანობით აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას გეგმავენ, უფლება ენიჭებათ ისარგებლონ გამონაკლისით ეროვნულ ინტერესებში. აღნიშნული კატეგორიის პირები, რომლებიც გეგმავენ აშშ-ის ვიზის აღებას ან უკვე აქვთ მოქმედი ვიზა/ESTA ავტორიზაცია, აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება ენიჭებათ”, – განმარტებულია განცხადებაში.

ასევე,  სტუდენტები, რომლებიც მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან, მოქმედი F-1 და M-1 ვიზებით, არ სჭირდებათ საელჩო/საკონსულოსთან დაკავშირება მგზავრობაზე დასტურის მისაღებად.

ამასთან, სტუდენტები, რომლებიც აპირებენ აშშ-ის ვიზის აღებას, სავიზო სტატუსი უნდა გადაამოწმონ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოსთან.

სტუდენტებს, რომლებიც შეესაბამებიან F-1 და M-1 სავიზო მოთხოვნებს, ავტომატურად ეხებათ აღნიშული გამონაკლისი და შეუძლიათ შეუფერხებლად მგზავრობა.

განცხადების მიხედვით, ინვესტორები, აკადემიკოსები, J-1 ვიზის მქონე სტუდენტები, სახელშეკრულებო ტრეიდერები და ის პირები, ვინც ბიზნე საქმიანობით გეგმავენ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას, რომელთა ვიზაც გაცემულია პრეზიდენტის პროკლამაციის (9993 ან 9996) გამოქვეყნებამდე, უნდა დაუკავშირდნენ აშშ-ის უახლოეს საელჩო/საკონსულოს და გადაამოწმონ, ეხებათ თუ არა მათ აღნიშული გამონაკლისი. იმ შემთხვევაში, თუ მათზე დაიშვა გამონაკლისი ვიზა/ESTA ავტორიზაციით, შეუძლიათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

ამასთან, საელჩოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ირლანდიიდან მგზავრობაზე გამონაკლისის დაშვებას განაგრძობს იმ პირებისთვის, ვინც აშშ-ის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნით მიემგზავრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი