ახალი ამბები

შსს-სთან აქციაზე 3 პირი დააკავეს

22 ივლისი, 2020 • 1293
შსს-სთან აქციაზე 3 პირი დააკავეს

თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე 3 პირი დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულებს ადმაინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, დაკავებულია ლაშა ცუცქირიძე, ზვიად კუპრავა და “შეცვალეს” ერთ-ერთი აქტივისტი.

“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციას შეუერთდა მოძრაობა “შეცვალეც”.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ ბოლო პერიოდში გახმაურებელ საქმეებზე პოლიციელების არაეფექტურ რეაგირებას. აქტივისტებს შსს-ს ღობესთან სურდათ წითლად შეღებილი ხელთათმანების დატოვება, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. გარდა ამისა, ვერ შეძლეს საპროტესტო წარწერების გაკეთება ასფალტზე.

აქციის მონაწილეების თქმით, სისტემის უმოქმედობას და კრიმინალის მფარველობას კონკრეტული ზიანი მოაქვს. მათივე თქმით, საგამოძიებო ორგანოების მუშაობა უნდა იყოს უფრო მეტად ეფექტიანი, სამართლიანი და არ უნდა იყოს მიკერძოებული ვინმეს მიმართ.

შსს-სთან გახმაურებულ საქმეებზე პოლიციის უმოქმედობა გააპროტესტეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი