ახალი ამბები

შსს-სთან გახმაურებულ საქმეებზე პოლიციის უმოქმედობა გააპროტესტეს

22 ივლისი, 2020 • 1160
შსს-სთან გახმაურებულ საქმეებზე პოლიციის უმოქმედობა გააპროტესტეს

“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციას შეუერთდება მოძრაობა “შეცვალეც”.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ ბოლო პერიოდში გახმაურებელ საქმეებზე პოლიციელების არაეფექტურ რეაგირებას. აქტივისტებს შსს-ს ღობესთან სურდათ წითლად შეღებილი ხელთათმანების დატოვება, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. გარდა ამისა,  ვერ შეძლეს საპროტესტო წარწერების გაკეთება ასფალტზე.

აქციის მონაწილეების თქმით, სისტემის უმოქმედობას და კრიმინალის მფარველობას კონკრეტული ზიანი მოაქვს. მათივე თქმით, საგამოძიებო ორგანოების მუშაობა უნდა იყოს უფრო მეტად ეფექტიანი, სამართლიანი და არ უნდა იყოს მიკერძოებული ვინმეს მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი