ახალი ამბები

უგულავა გოცირიძეს: ზუგდიდში კენჭისყრაზე არ მიფიქრია

22 ივლისი, 2020 • 1116
უგულავა გოცირიძეს: ზუგდიდში კენჭისყრაზე არ მიფიქრია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ აპირებს ზუგდიდში მაჟორიტარი დეპჯუტატობის კანდიდატად საკუთარი თავის დაყენებას.

უგულავას განცხადება მოჰყვა რომან გოცირიძის ინტერვიუს, რომელიც “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” დღეს, 21 ივლისს გავიდა.

“თუ გიგი უგულავა ზუგდიდში დააყენებს კანდიდატურას, მხარდაჭერა გამორიცხულია, რადგან ზუგდიდში ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება. ეს რეგიონი განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩევა “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ,” – თქვა გოცირიძემ, რასაც ფეისბუკზე მალევე უპასუხა გიგი უგულავამ.

“ჩემო ძვირფასო, ბატონო რომან. “ევროპული საქართველო” არის მთავარი ლოკომოტივი ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის, რადგან ეს მიგვაჩნია ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვების მნიშვნელოვან წინაპირობად. ასევე ვთვლით, რომ მაჟორიტარის შეჯერება არ ავნებს პარტიებს პროპორციულ ნაწილში. მარტივად: პარტიებს ამით ხმები არ აკლდებათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეთანხმებებით ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, რომ ენმ-ც ასე მოიქცევა. p.s. ზოგადად, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ”, – წერს გიგი უგულავა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის ენმ და ევსაქები შეთანხმდნენ, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევენ, მაგრამ ეს შეთანხმება არ ვრცელდება რეგიონებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი