ახალი ამბები

პოლიციელს გაუპატიურების მუხლით ბრალი წაუყენეს

22 ივლისი, 2020 • 1882
პოლიციელს გაუპატიურების მუხლით ბრალი წაუყენეს

პროკურატურის ინფორმაციით, მოქმედ პოლიციელს გაუპატიურების მუხლით ბრალი წაუყენეს.

უწყება ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ბრალი მას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

ეს მუხლი დანაშაულის სახით  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი