ახალი ამბები

22 ივლისი: კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22 ივლისი, 2020 • 1592
22 ივლისი: კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1073 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 907, გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება ფიქსირებდა, ძირითადად, გარდაბნის რაიონში. გუშინ, 21 ივლისს, NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში გამოვლენილი 63 ახალი შემთხვევიდან 24 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა.

ვრცლად:

გარდაბანი არ ჩაიკეტება, თუმცა მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება იწყება

მასალების გადაბეჭდვის წესი