ახალი ამბები

სულ ჩატარებულია 182 ათასი პისიარ ტესტი – გამყრელიძე

21 ივლისი, 2020 • 780
სულ ჩატარებულია 182 ათასი პისიარ ტესტი – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირგან გამყრელიძის თქმით, სულ ქვეყანაჩი ჩატარებულია 182 პისიარ ტესტი.

„ქვეყანაში სერიოზულად გაფართოებულია ტესტირების რაოდენობა. ჩვენ მილიონ მოსახლეზე უკვე 49 ათას ტესტზე ავედით, რაც მსოფლიოს მასშტაბით საშუალო მაჩვენებელია. ქვეყანაში ჩატარებულია 182 პისია ტესტირება და ამას ემატება 116 ათასი სწრაფი ტესტი“, – ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძე განმარტავს, რომ ივლისში კორონავირუსზე გაფართოებული კვლევის ფარგლებში ქვეყანაში ყოველდღიურად 3300 ტესტი ტარდებოდა, ბოლო ერთ კვირაში კი ეს მაჩვენებელი  3500-მდე გაიზარდა.

საქართველოში, 21 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის 1049 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 903 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი