ახალი ამბები

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია

21 ივლისი, 2020 • 923
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია.

მისი თქმით, 5 პირი ინფიცირებულია დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტით, 3 შემოტანილი შემთხვევაა, 2-ზე კი მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  3 პაციენტი. stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1049 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 903, ხოლო გარდაიცვალა 16 ადამიანი.

21 ივლისი: COVID-19-ის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი