ახალი ამბები

„პოლიტიკაში გამაშების და ბუცების დრო აღარ არის“ – მელია „ოცნების“ კანდიდატებზე

21 ივლისი, 2020 • 1625
„პოლიტიკაში გამაშების და ბუცების დრო აღარ არის“ – მელია „ოცნების“ კანდიდატებზე

გლდანში გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარების კანდიდატების სიას აკრიტიკებს.

მელია „ფორმულასთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ლევან კობიაშვილს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონია, თუმცა – „გამოუშვეს ადამიანი, გაწირეს, მეორეჯერ“.

კობიაშვილი „ოცნების“ კანდიდატია გლდანში მაჟორიტარობისთვის.

„2020 წელია, გენერალური არჩევნებია, უღრმეს კრიზისშია ქვეყანა, საიდანაც გამოყვანა არის გარდაუვალი აუცილებლობა ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალისთვის. და პოლიტიკაში გამაშებისა და ბუცების დროს და ადგილი უბრალოდ აღარ არის, ეს არის შეურაცხყოფა.

რა შუაშია ნაძალადევის რაიონში მიხეილ ყაველაშვილი, პირობითად? რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ადამიანმა, რომელსაც კომპეტენცია არ აქვს? ასეთი არის მთლიანად „ოცნება“, მათ მოახერხეს და მთელი ოპოზიცირური გაერთიანება მათ წინააღდეგ გაგვაერთიანეს. ჩვენს ქვეყანას, მაღალი ალბათობით, ეყოლება კოალიციური მთავრობა“, – ამბობს მელია.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება, ვის წარადგენს კანდიდატად გაერთიანებული ოპოზიცია დიდუბესა და საბურთალოში.


დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენილი 30 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთია.

კანდიდატთა სრული სია კი გამოიყურება ასე:

  1. მთაწმინდა-კრწანისი – ბექა ოდიშარია;
  2. ვაკე – ნოდარ ტურძელაძე;
  3. საბურთალო – დავით სერგეენკო;
  4. ისანი – კახი კახიშვილი;
  5. სამგორი – სოზარ სუბარი;
  6. დიდუბე-ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი;
  7. ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი;
  8. გლდანი – ლევან კობიაშვილი;
  9. გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი – დავით სონღულაშვილი;
  10. თელავის, ახმეტის, ყვარელი, ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი;
  11. მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი – შალვა კერესელიძე;
  12. რუსთავი-გარდაბანი – ნინო ლაცაბიძე;
  13. მარნეული-გარდაბანი – ზაურ დარგალი;
  14. ბოლნისი, დმანისი, თეთრი წყარო, წალკა – გოგი მეშველიანი;
  15. გორი, კასპი – გიორგი ხოჯევანიშვილი;
  16. ხაშური, ქარელი – ზაზა დუგლაძე;
  17. ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა – ანტონ ობოლაშვილი;
  18. ახალქალაქი, ნინოწმინდა – სამველ მანუკიანი;
  19. ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია – გოჩა ენუქიძე;
  20. საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული – პაატა კვიჟინაძე;
  21. ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათი – ბეჟან წაქაძე;
  22. სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონი – გივი ჭიჭინაძე;
  23. ქუთაისი – ზაზა ლომინაძე;
  24. ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური – ვასილ ჩიგოგიძე;
  25. წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა – ალექსანდრე მოწერელია;
  26. ფოთი, ხობი, სენაკი – ირაკლი ხახუბია;
  27. ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი;
  28. ბათუმი – რესან კონცელიძე;
  29. ქობულეთი – ზაალ მიქელაძე;
  30. ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო – ანზორ ბოლქვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი