ახალი ამბები

სასამართლომ დააკმაყოფილა რესპუბლიკელების სარჩელი “ცესკოს” წინააღმდეგ – სამნიძე

20 ივლისი, 2020 • 1468
სასამართლომ დააკმაყოფილა რესპუბლიკელების სარჩელი “ცესკოს” წინააღმდეგ – სამნიძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ “რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი დააკმაყოფილა. საქმე ეხება პარტიის რეგისტრაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

“სასამართლომ დააკმაყოფილა რესპუბლიკელების სარჩელი. ვრეგისტრირდებით საარჩევნოდ”, – წერს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი ვადაგადაცილების მოტივით უთხრა. უწყება ამბობდა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ ცესკოს რეგისტრაციის მიზნით დაგვიანებით  მიმართა, რაც უარის თქმის საფუძველი გახდა.

პარტია კომისიის პოზიციას არ დაეთანხმა. პარტიის წევრი თამარ კორძაია ნეტგაზეთთან ამბობდა, რომ რეგისტრაციის განცხადება კანონით დადგენილ ვადაში, 14 ივლისს ჩააბარეს ფოსტას, რომელმაც ზუსტად 14-ში განცხადება ვერ მიაწოდა ცესკოს, თუმცა პარტიამ “თავისი ვალდებულება შეასრულა”, ანუ კანონით დადგენილ ვადაში გაგზავნა განცხადება ცესკოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი