ნეტგაზეთი | კრიზისის აცილება სავსებით შესაძლებელი იყო – ივანიშვილი აგვისტოს ომზე კრიზისის აცილება სავსებით შესაძლებელი იყო – ივანიშვილი აგვისტოს ომზე – Netgazeti

კრიზისის აცილება სავსებით შესაძლებელი იყო – ივანიშვილი აგვისტოს ომზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, კორონავირუსის კრიზისის დროს უკეთ გამოჩნდა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს მზრუნველი ხელისუფლება.

ივანიშვილმა შედარება გააკეთა წინა ხელისუფლების მოქმედებებზე კრიზისი დროს.

“ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურებით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის კრიზისი აეცილებინა, რაც სავსებით შესაძლებელი იყო, და კი არ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი და გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 20 ივლისს, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობაზე უარის თქმით საკუთარ თავს აჯობა და გამოჩნდა, რომ “ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება”.

“მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში”, – დასძინა ივანიშვილმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.