ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზაზა გახელაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო – ოსური მხარე

18 ივლისი, 2020 • 1500
ზაზა გახელაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო – ოსური მხარე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურორმა ტიგრან კაბულოვის განცხადებით, 11 ივლისს დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდება, რომ გახელაძემ “უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, არ დაემორჩილა მესაზღვრების კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, ასევე, დაახლოებით 5-ჯერ გაისროლა ერთ-ერთი მესაზღვრის მიმართულებით, რომელიც იძულებული გახდა, საპასუხოდ გაესროლა”.

კაბულოვის თქმით, დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე ამჟამად კარანტინში იმყოფება, რათა კორონავირუსის ინფექცია გამოირიცხოს.

ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

ოსური მხარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ზაზა გახელაძეს ახლა არა მათი მხარდაჭერა, არამედ კვალიფიციური იურისტები ესაჭროება, ვინაიდან მის მიერ ჩადეილი ქმედებები სისხლის სამართლის წესით დასჯადია.


ზაზა გახელაძე 11 ივლისს, შუადღისას დაჭრეს და დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან: რა ვიცით ზაზა გახელაძის გატაცებაზე?

მასალების გადაბეჭდვის წესი