ახალი ამბები

მსოფლიოში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდი დაფიქსირდა – WHO

18 ივლისი, 2020 • 1292
მსოფლიოში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდი დაფიქსირდა – WHO

ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში რეკორდულად გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 237 743 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

აქამდე ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი 12 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 230 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთში და სამხრეთ ამერიკაში.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 14 მილიონს მიაღწია, ხოლო 585 727 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი