ახალი ამბები

რუსეთში ჯარის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადეს

17 ივლისი, 2020 • 940
რუსეთში ჯარის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადეს

რუსეთის ფედერაციაში სამხედრო ძალების მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადეს, იუწყება რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინა მიიღო და  რუსეთის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებს ეხება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემოწმებით უნდა შეფასდეს მათი მზადყოფნა სწავლებისთვის „კავკასია 2020“, რომელიც სექტემბერში უნდა ჩატარდეს.

შემოწმებაში, როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, მონაწილეობდა 149 000 სამხედრო და ტექნიკის 26 800 ერთეული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი