საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლოა, სკოლებში სწავლა ე.წ. შერეული მოდელით დაიწყოს, რაც ერთდროულად ონლაინ და საკლასო სწავლებას გულისხმობს.

გაბუნიას განმარტებით, მიმდინარეობს მზადება იმისთვის, რომ სასკოლო გარემო მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად დაცული იყოს. უახლოეს დღეებში კი სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები გამოქვეყნდება.

„ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და რაც გლობალურად აღიარებულია, ეს არის შერეული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გაკრვეულწილად სასწავლო სწავლებას. ამ ორი მოდელის ბალანსირებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება“, – ამბობს გაბუნია ჟურნალისტებთან.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება.

სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება – განათლების სამინისტრო