ნეტგაზეთი | ალდაგში საჩუქრებით სავსე დღეები გრძელდება ალდაგში საჩუქრებით სავსე დღეები გრძელდება – Netgazeti

ალდაგში საჩუქრებით სავსე დღეები გრძელდება

ალდაგის ავტოდაზღვევის გათამაშების 10 გამარჯვებული უკვე ცნობილია. 

გამარჯვებულებმა ალდაგის გათამაშების გვერდზე ავტომობილში გადახდენილი სახალისო ამბები ემოჯიებით გადმოსცეს, შედეგად – საუკეთესო ათეულმა ალდაგის ავტო დაზღვევის ერთწლიანი პოლისი მოიგო. 

გათამაშების დასრულებამდე 20 დღე რჩება. კონკურსის შედეგად, ყოველდღე თითო გამარჯვებული გამოვლინდება, ხოლო ვისაც არ გაუმართლებს და ავტოდაზღვევის ერთწლიან პოლისს ვერ მოიგებს, შეუძლია დააზღვიოს ავტომობილი ალდაგში 4 აგვისტომდე და მიიღოს საჩუქარი – 30 დღე უფასოდ, ავტო ოპტიმუმის ერთწლიან პოლისზე.   

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც აქვს მართვის მოწმობა და ფლობს მსუბუქ ავტომობილს. წესები მარტივია: ეწვიეთ ლინკს, ჩაწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ემოჯიების საშუალებით მოყევით თქვენი სახალისო საგზაო თავგადასავალი. ალდაგის ჟიური საუკეთესოს ამოარჩევს და შესაძლოა გამარჯვებული თქვენ აღმოჩნდეთ. 

ავტო ოპტიმუმი ალდაგის ახალი პროდუქტია, რომელიც სტანდარტული ავტო-დაზღვევის მსგავსად, ისეთ რისკებს ფარავს, როგორებიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება და სტიქიური უბედურებები. 

ოპტიმუმი იდეალური დაზღვევაა მათთვის, ვისაც ავტომობილის დიდი ხარჯებისგან დაზღვევა სურს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი