ახალი ამბები

შვედეთში ამბობენ, რომ კოლექტიური იმუნიტეტისგან შორს არიან

16 ივლისი, 2020 • 1066
შვედეთში ამბობენ, რომ კოლექტიური იმუნიტეტისგან შორს არიან

შვედეთში, რომელმაც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, კორონავირუსთან საბრძოლველად განსხვავებული სტრატეგია აირჩია და ფაქტობრივად არ დააწესა შეზღუდვები „კოლექტიური იმუნიტეტის“ მიღწევის მიზნით, ამბობენ, რომ ამ მიზნის მიღწევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, იუწყება „ბლუმბერგი“.

„ვიცით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არაა დაცული, რადგანაც არ ყოფილა ინფიცირებული“, — ამბობს კარინ ტეგმარკ ვისელი, საჯარო ჯანდაცვის სააგენტოს მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სააგენტოს მიერ ივნისში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, რომელიც კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, მოსახლეობის დაახლოებით 10%-მა გამოიმუშავა კორონავირუსის ანტისხეულები. წინა კვირას კი სტოკჰოლმსა და ახლომდებარე რეგიონებში 140 000 ადამიანიდან პოზიტიური შედეგი ანტისხეულებზე 17.6%-ს ჰქონდა.

კოლექტიური იმუნიტეტის საკამთო კონცეფციის თანახმად, რომელსაც შვედეთშიც აკრიტიკიბენ, თუ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი (დაახლოებით 60%) დაავადების მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს, მაშინ ინფექციის გავრცელების გაკონტროლება იქნება შესაძლებელი.


შვედეთში, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსით დაავადების 76 492 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 500-ზე მეტი ადამიანი, რაც გაცილებით მეტია სკანდინავიის სხვა ქვეყნების მონაცემებზე.

ამავე თემაზე გირჩევთ:

COVID19-ის დასრულების გლობალური სტრატეგია | მოსაზრება

მასალების გადაბეჭდვის წესი