ახალი ამბები

მოსკოვში საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგე 100-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს

16 ივლისი, 2020 • 1316
მოსკოვში საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგე 100-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს

მოსკოვში საკონსტიტუცი ცვლილებების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე რუსული მედიასაშუალება ავრცელებს.

“მედუზას” ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე ჟურნალისტები “რია ნოვოსტიდან” და TJournal-დან.

საპროტესტო აქცია მოსკოვში, პუშკინის მოედანზე იმართებოდა. მისი მონაწილეები ხელმოწერების შეგროვებას აპირებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ. მედუზას ცნობით, აქციაში 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მას შემდეგ კი, რაც მსვლელობა დაიწყეს, პოლიცია ჩაერია.

ცვლილებები რუსეთის კონსტიტუციაში პუტინმა იანვარში დააანონსა. ცვლილებების თანახმად, პუტინის საპრეზიდენტო ვადები განულდება და ამგვარად, მას, როგორც მინიმუმ, 2036 წლამდე ექნება რუსეთის პრეზიდენტად დარჩენის საშუალება.

იხილეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი