ახალი ამბები

ნაია რივერამ ტბაში დახრჩობამდე 4 წლის შვილის გადარჩენა შეძლო

14 ივლისი, 2020 • 1897
ნაია რივერამ ტბაში დახრჩობამდე 4 წლის შვილის გადარჩენა შეძლო

ამერიკელმა მსახიობმა ნაია რივერამ, რომელიც ექსვდღიანი ძებნის შემდეგ ტბაში გარდაცვლილი იპოვეს, თავისი 4 წლის შვილის გადარჩენა შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

„მას ენერგია ეყო იმისთვის, რომ 4 წლის შვილი ნავზე დაესვა, მაგრამ საკუთარი თავის გადასარჩენად ძალები აღარ დარჩა“, — განაცხადა ვენტურას საგრაფოს შერიფმა.

გუშინ, 13 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ტბაში, სადაც რივერა ბოლოს ნახეს, ცხედარი აღმოაჩინეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, გარდაცვლილი რივერაა, თუმცა მაინც ჩაუტარებენ კვლევას სტომატოლოგიური ჩანაწერების გამოყენებით.

ცნობები რივერას გაუჩინარებაზე წინა ოთხშაბათს გავრცელდა. შერიფის ცნობით, მისმა შვილმა უთხრა გამომძიებლებს, რომ დედასთან ერთად ტბაში საცურაოდ იყო, თუმცა რივერა ნავზე აღარ დაბრუნდა. ბავშვმა ასევე უთხრა პოლიციელებს, რომ დაინახა, თუ როგორ გაუჩინარდა დედამისი წყლისქვეშ.

ამავე თემაზე:

იპოვეს ცხედარი ტბაში, სადაც ნაია რივერა გაუჩინარდა – შერიფი

მასალების გადაბეჭდვის წესი