ახალი ამბები

იპოვეს ცხედარი ტბაში, სადაც ნაია რივერა გაუჩინარდა – შერიფი

13 ივლისი, 2020 • 1416
იპოვეს ცხედარი ტბაში, სადაც ნაია რივერა გაუჩინარდა – შერიფი

აშშ-ში, ტბა პირუში, სადაც მსახიობ ნაია რივერას უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ, ცხედარი იპოვეს. სამართალდამცველები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მოკვლევა მიმდინარეობს გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად.

CNN ადგილობრივ შერიფზე დაყრდნობით წერს, რომ ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს, თუმცა მისი წყლიდან ამოყვანისა და ამოცნობის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, რივერას ოჯახს ინფორმაცია უკვე შეატყობინეს.

სერიალ Glee-ს ვარსკვლავი, ნაია რივერა 9 ივლისს გაუჩინარდა. მან შვილთან ერთად ტბა პირუში დაქირავებული ნავით შეცურა. რამდენიმე საათში რივერას შვილი ნავში მარტო აღმოაჩინეს, თავად რივერას კი რამდენიმე დღის განმავლობაში მაშველები ეძებდნენ.

გარეკანი ფოტო: CBC

 

მასალების გადაბეჭდვის წესი