ახალი ამბები

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებით თურქეთი ეუბნება მთელ სამყაროს, რომ აღარაა სეკულარული — ორჰან ფამუქი

13 ივლისი, 2020 • 3276
აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებით თურქეთი ეუბნება მთელ სამყაროს, რომ აღარაა სეკულარული — ორჰან ფამუქი

თურქი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი, ორჰან ფამუქი გამოეხმაურა თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აია სოფიას მუზეუმის სტატუსი შეეცვლება და მეჩეთად გადაკეთდება.

„არის მილიონობით ჩემნაირი სეკულარული თურქი, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა მათ ხმა არავის ესმის“, — განუცხადა მწერალმა BBC-ს.

„მისი მეჩეთად გადაკეთებით თურქეთი ეუბნება მთელ სამყაროს, რომ, სამწუხაროდ, სეკულარულები აღარ ვართ“, — ამბობს იგი.


10 ივლისს თურქეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ. იმავე დღეს ერდოღანმა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ხელი მოაწერა და განაცხადა, რომ პირველი ლოცვა 24 ივლისს აღევლინებოდა.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მუზეუმი თუ მეჩეთი: აია სოფია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი