ახალი ამბები

რუსთავის საავადმყოფოდან კარანტინიდან გადაყვანილი პირი გაიქცა

12 ივლისი, 2020 • 730
რუსთავის საავადმყოფოდან კარანტინიდან გადაყვანილი პირი გაიქცა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან კარანტიდან გადაყვანილი პაციენტი გაიქცა. როგორც ნეტგაზეთს საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ უთხრა, საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ პაციენტს დღეს, 12 ივლისს, დილით შეატყობინეს რომ Covid-19 არ დაუდასტურდა, თუმცა ის საკარანტინო სივრცეში მაინც უნდა დაბრუნებულიყო. მისივე თქმით, პაციენტის გაქცევის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინეს.

“კარანტინიდან მოიყვანეს ტესტების ჩასატარებლად პაციენტები. ამ ადამიანს, რომელიც კარანტინში საზღვრიდან მოხვდა Covid-19 არ დაუდასტურდა. უარყოფითი რომ მოვიდა.. ყველა ერთნაირი ხომ არ არის.. ზოგი ციხიდან გარბის და რუსთავის საავადმყოფო რომ დატოვოს რა გასაკვირია?! რაღაც ამბად იქცა… შემოწმებული პაციენტი, რომელიც კარანტინში უნდა დაბრუნებულიყო წავიდა… საპატრულოსაც შევატყობინეთ,”-ამბობს ბახტაძე.

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი