ახალი ამბები

“ოცნება” რომელიც ამდენი ხანია ხელს აფარებს “ნაციონალებს”, მასთან ერთად უნდა წავიდეს – ნიკოლაძე

12 ივლისი, 2020 • 1207
“ოცნება” რომელიც ამდენი ხანია ხელს აფარებს “ნაციონალებს”, მასთან ერთად უნდა წავიდეს – ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წარმომადგენელი, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრია. როგორც მან “მთავარ არხს” უთხრა, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში იდევნებოდა, სწორედ ამიტომ აქტიურად უჭერდა მხარს ენმ-ს ხელისუფლებიდან წასვლას. ნიკოლაძე ასევე ამბობს, რომ ენმ-ც და “ქართული ოცნებაც” ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ.

“ჩემი უახლესი მეგობრები არიან ის პარლამენტის წევრები, რომლებიც ამ პარტიის დამფუძნებლები არიან. მეც თანადამფუძნებელი ვარ და ბუნებრივია პოლიტსაბჭოს წევრიც გახლავარ. 2004 წელს ჩემი ნებით წამოვედი პროკურატურიდან, რადგან იმ სადისტური რეჟმის პირობებში არ ვიმუშავებდი. 9 წელი ფაქტობრივად ქუჩაში ვიყავი, იმის მიუხედავად რომ მოქმედი ადვოკატი ვიყავი, მაგრამ ყველგან ვიბლოკებოდი როგორც ხდებოდა. ამის შემდეგ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ის ხელისუფლება უნდა წათრეულიყო. პრინციპულია ჩემთვის რომ მარტო “ქართულმა ოცნებამ” კი არ უნდა დატოვოს [ხელისუფლება], “ქართული ოცნება” რომელიც ამდენი ხანია ხელს აფასებს ამ ნაციონალებს, მასთან ერთად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან,”-ამბობს ნიკოლაძე.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მარიამ ჯაში ჟურნალისტებთან არ ადასტურებს ინფორმაცია რომ მირიან ნიკოლაძემ მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება, თუმცა ამბობს რომ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” ნაწილმა 7 ივნისს დააფუძნა. პარტიის წევრები არიან ბექა ნაცვლიშვილი, მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი