ახალი ამბები

ქარელის მერის თქმით, მიწისძვირას მუნიციპალიტეტში ნგრევა არ მოჰყოლია

12 ივლისი, 2020 • 1357
ქარელის მერის თქმით, მიწისძვირას მუნიციპალიტეტში ნგრევა არ მოჰყოლია

ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის განცხადებით, მიწისძვრას მუნიციპალიტეტში ნგრევა არ მოჰყოლია. “გადავამოწმეთ წარმომადგენლის მეშვეობით და ზარალი არ გვაქვს. არც ნგრევა ყოფილა სადმე,”-უთხრა ნეტგაზეთს გულიაშვილმა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 12 ივლისს, საქართველოში 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქარელის მუნიციპალიტეტი იყო. მიწისქვეშა ბიძგები გორისა და ქარელის გარდა, შესამჩნევი იყო თბილისშიც. ჯერჯერობით უცნობია, მიწისძვრას მოჰყვა თუ არა ნგრევა ეპიცენტრის სიახლოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი