ახალი ამბები

“საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ დაჭრილი კაცი ახალგორის კლინიკაშია” – გიგაური

11 ივლისი, 2020 • 902
“საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ დაჭრილი კაცი ახალგორის კლინიკაშია” – გიგაური

საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ დაჭრილი და დაკავებული კაცი ახალგორის კლინიკაშია. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ლია გიგაურის თქმით, უწყება ყველაფერს აკეთებს კაცის გასათავისუფლებლად:

“რუსეთის საოკუპაციო ძალების დესტრუქციული პრაქტიკა გრძელდება, მათ თავისი სახე დღეს კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს და პარალელურად იმისა, რომ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება და მოსახლეობა მუდმივად შიშის ქვეშ იმყოფება, დღეს გვქონდა ძალიან მძიმე ინციდენტი, სოფელში სხვილოს ციხის ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენი ინფორმაციით სოკოს საკრეფად იყო წასული, მათ ჯერ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით და შემდეგ კი დააკავეს და გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამჟამად როგორც ჩვენთვის ცნობილია ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის იმყოფება ახალგორის საავადმყოფოში.

შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ჩვენ რა თქმა უნდა მაშინვე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს ინციდენტი, დროულად გადმოვიყვანოთ და გავათავისუფლოთ ტყვეობისაგან მამაკაცი და რაც მთავარია მის ჯანმრთელობას შემდგომში საფრთხე არ შეექმნას” – ამბობს გიგაური.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან ადამიანი დაჭრეს და დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი