ახალი ამბები

11 ივლისი: საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11 ივლისი, 2020 • 1029
11 ივლისი: საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 981 შეადგინა.

ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ოფიციალური სტატისტიკით, ამ დროისთვის კარანტინში 4851 ადამიანი რჩება, 231 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა. ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში ქვეყნის 31 მოქალაქე გადმოიყვანეს. მათ შორის, ავთანეთიდან გადმოყვანილი 28 ქართველი სამხედროა, რომლებსაც ახალი კორონავირუსი აქვთ დადასტურებული.

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი