ნეტგაზეთი | საგრანტო კონკურსი სამთო ტურიზმის განვითარებისთვის საგრანტო კონკურსი სამთო ტურიზმის განვითარებისთვის – Netgazeti

საგრანტო კონკურსი სამთო ტურიზმის განვითარებისთვის

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ სამთო ტურიზმის სექტორში, მესტიის, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური, საჩხერი, ჭიათური და ტყიბული მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. საგრანტო თანხის ჯამური ოდენობა 860 000 ევროს შეადგენს.

ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში დაფინანსების მოცულობა 5 000-დან 50 000 ევროს შეადგენს. ამასთან,  აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს, ხოლო ყველა დაგეგმილი აქტივობები 2022 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. განაცხადების შეოტანის ბოლო ვადაა 3 აგვისტო. 

მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პიროვნებებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ სამიზნე რეგიონებში ან რომლის საქმიანობის ძირითად ნაწილს პროექტით დაფარულ არეალებში წარმართავენ / უნდა წარმართონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

პროექტი GRETA, რომლის ფარგლებშიც კონკურსი გამოცხადდა, მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს წარმოადგენს, რომელის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.