ახალი ამბები

შენგელიას გადაწყვეტილება მიუღებელია – ზურაბიშვილი

9 ივლისი, 2020 • 1741
შენგელიას გადაწყვეტილება მიუღებელია – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროს და მიუღებელს უწოდებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას რუსულ გუნდ CSKA-ში გადასვლას.

“ჩემთვის სამწუხაროა და, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით”, – წერს ზურაბიშვილი Facebook-ში ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია რუსულ გუნდ CSKA-ში ითამაშებს.

“ბედნიერი ვარ, რომ ვუერთდები ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და მოუთმენლად ველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების შესანიშნავ ჯგუფთან ერთად თამაშს. ვიმედოვნებ, რომ CSKA-სთან ერთად მივაღწევ ბევრ წარმატებას ევროლიგასა და VTB-ის ლიგაში”, – აცხადებს თორნიკე შენგელია.

თორნიკე შენგელიას თქმით, ამ ნაბიჯით მისი დამოკიდებულებები არ შეცვლილა და რუსულ გუნდში კალათბურთის სათამაშოდ მიდის.

თორნიკე შენგელია რუსულ CSKA-ში გადავიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი