ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნებს ატარებს

9 ივლისი, 2020 • 1159
რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნებს ატარებს

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის დანაყოფები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე სამხედრო სწავლებებს ატარებენ.

ოფიციალური ცნობით, წვრთნებში ათასობით სამხედრო და ტექნიკაა ჩართული. სწავლება რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა სწავლებები პერიოდულად იმართება.

რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი