ახალი ამბები

ლიეტუვაში RT-ს მაუწყებლობა აიკძრალა

9 ივლისი, 2020 • 803
ლიეტუვაში RT-ს მაუწყებლობა აიკძრალა

ლიეტუვის მედიის მარეგულირებელმა უწყებამ ქვეყნის მასშტაბით რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი RT-ს მაუწყებლობა აკრძალა. გასულ კვირას ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო მისმა მეზობელმა ლატვიამაც.

ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის ცნობით, გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე, რომელთა თანახმადაც დიმიტრი კისილიოვი, რომელიც, სავარაუდოდ, RT-ს კონტროლზეა პასუხისმგებელი, ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია.

დიმიტრი კისილიოვს ევროკავშირის სანქციები შეეხო მისი სავარაუდო როლის გამო კრემლის პროპაგანდაში მონაწილეობისთვის, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას ამართლებს. კისილიოვი მართავს სახელმწიფო მედიაჯგუფს, სახელწოდებით ” Россия сегодня”, რომელიც “რია ნოვოსტის” და “სპუტნიკს” მოიცავს. 

გასულ კვირას ასეთივე გადაწყვეტილება ლატვიამ მიიღო. კისილიოვმა მაშინ აღნიშნა, რომ RT-ს მენეჯმენტში არასდროს ყოფილა ჩართული და რიგამ ამ ნაბიჯის გამო უნდა მოიბოდიშოს, შემდგომ კი არხის მაუწყებლობა აღადგინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი