ახალი ამბები

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული კაცი გათავისუფლებულია

6 ივლისი, 2020 • 922
რუსი სამხედროების მიერ გატაცებული კაცი გათავისუფლებულია

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ სამეგრელოში, სოფელ რიყეს მახლობლად გატაცებული ახალგაზრდა კაცი თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

სამსახურის ცნობით, გატაცებული ახალგაზრდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტორლირებად ტერიტორიაზე დღეს, 6 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათისთვის გადმოვიდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სუს-ის ცნობით, კაცის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის 3 ივლისს გაუჩინარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი