სურამში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ბრალდებულმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ცოლს, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, ბრალდებული კი დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.