ახალი ამბები

სუს-ში რუსი სამხედროების მიერ ახალგაზრდა კაცის გატაცებას ადასტურებენ

5 ივლისი, 2020 • 1153
სუს-ში რუსი სამხედროების მიერ ახალგაზრდა კაცის გატაცებას ადასტურებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სამეგრელოში, სოფელ რიყეს მახლობლად ახალგაზრდა კაცი გაიტაცეს.

უწყება ნეტგაზეთთან ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, სწორედ ამ ცხელი ხაზის მეშვეობით სუს-ს გატაცების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. ამასთანავე, სამსახური ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კაცის გატაცების შესახებ ინფორმაცია, პირველად გუშინ, 4 ივლისს გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი