ახალი ამბები

ავსტრიაში კადიროვის კრიტიკოსი პოლიტემიგრანტი მოკლეს -„კავკაზ რეალიი“

5 ივლისი, 2020 • 1351
ავსტრიაში კადიროვის კრიტიკოსი პოლიტემიგრანტი მოკლეს -„კავკაზ რეალიი“

გამოცემა „კავკაზ რეალიი-ს“ თანახმად, ავსტრიაში, ვენის მიმდებარედ, მოკლეს პოლიტიკური ემიგრანტი, მამიხან უმაროვი. უმაროვი ასევე ცნობილია, როგორც „ვენელი ანზორი“ და ის კადიროვის კრიტიკოსი იყო.

„კავკაზ რეალიი-ს“ თანახმად, უმაროვს თავის არეში ესროლეს. გამოცემას ევროპაში ჩეჩნური დიასპორის ერთ-ერთი წარმომადგენელი ეუბნება, რომ თავდამსხმელი, რომელიც ვერცხლისფერი ავტომობილით გადაადგილდებოდა,ჩეჩნეთიდან იყო.

გაზეთი „Österreich“ იუწყება, რომ თავდამსხმელი პოლიციალმ ქალაქ ლინცში დააკავეს.

„კავკას რეალიი“ წერს, რომ უმაროვი საკუთარ თავს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შარიათის სახელიმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ყოფილ თანამშრომელად მოიხსენიებდა და აკრიტიკებდა რამზან კადიროვს. ის ამბობდა, რომ ევროპაში ჩეჩენ სეპარატისებსა და პოლიტემიგრანტებზე თავდასხმაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

„ეხო კავკაზა“ წერს, რომ უმაროვი ავსტრიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

გარეკანი ფოტო:Youtube-ს არხი „ЧЕЧЕНЦЫ В АВСТРИИ“

მასალების გადაბეჭდვის წესი