ახალი ამბები

FAO-ს ფასების ინდექსი 2020 წელს პირველად გაიზარდა

3 ივლისი, 2020 • 1003
FAO-ს ფასების ინდექსი 2020 წელს პირველად გაიზარდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ივნისის თვის ფასების ინდექსი გამოაქვეყნა სურსათზე. FAO-ს ცნობით, ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტს (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვლილებას ასახავს, ბოლო სამი თვის მანძილზე პირველად 2.4%-ით გაიზარდა. ამის მიუხედავად, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  COVID- 19-ით გამოწვეული პანდემიის გამო კალათის ზოგიერთი პროდუქტზე, მათ შორის მარცვლეულსა და ხორცზე, ფასები შემცირდა.

“ოთხთვიანი უწყვეტი კლების შემდგომ, ივნისში, მცენარეულის ზეთზე ფასები 11.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდის მიზეზად პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება, რომელსაც საფუძვლად უდევს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარების მოხსნა ან შემსუბუქება. მცენარეულ ზეთთან ერთად მომატებულია სიოს, მზესუმზირისა და
რაფსის ზეთის ფასებიც,” – წერია განცხადებაში.

4%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტებზე ფასების ინდექსი, ზრდა გამოიწვია რძისა და რძის პროდუქტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, რასაც თან დაერთო პროდუქტის შემცირებული მარაგები ევროპაში და ოკეანიაში.

როგორც FAO აცხადებს, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.6%-ითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი. საქონლისა და ფრინველის ხორცზე ფასის ვარდნის მთავარ მიზეზად პროდუქტის უხვი მარაგები სახელდება. ამის საპირისპიროდ, მცირედით გაზრდილია ღორის ხორცის ფასი, ძირითადად- ევროპაში, რაც ასევე საგანგებო მდგომარეობის მოხსნას უკავშირდება.

FAO-ს განცხადებით, მარცვლეულის ფასების ინდექსი 0.6%-ით შემცირდა ივნისის თვეში. ფასების ვარდნის მიზეზი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხორბლის მოსავლის ახალი მარაგები და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში ხორბლის მოსალოდნელი უხვი მოსავალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი