ახალი ამბები

წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იქნება საპარლამენტო სიაში – გახარია

3 ივლისი, 2020 • 1197
წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იქნება საპარლამენტო სიაში – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არ იცის, ვინ იქნება მომავალ საპარლამენტო სიაში “ქართული ოცნებიდან” და დასახელდება თუ არა სიის პირველ ნომრად. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი, გახარიამ უპასუხა, რომ “წარმოდგენა არ აქვს”.

“დღეის მდგომარეობით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ახლა ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდიანრე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომელიც დღეს დაიწყო, და კიდევ ბევრი რამ. ჯერ ამ თემაზე არ გვიმსჯელია”, – განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტებმა გახარიას ასევე ჰქკითხეს, იქნებიან თუ არა 2020 წლის არჩევნებისთვის საპარლამენტო სიაში ვიქტორ ჯაფარიძე და ის დეპუტატები, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, “გამდიდრებულებმა დატოვეს საკნონმდებლო ორგანო”, რაზეც გახარიამ ასევე უპასუხა, რომ “წარმოდგენა არ აქვს, ვინ იქნება საპარლამენტო სიაში”.

“ქართული ოცნება” მაჟორიტარობის 30 კანდიდატის დასახელებას ივლისის დასაწყისში აპირებს, პროპორციულ სიას, სავარაუდოდ, უფრო მოგვიანებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი