ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ქუჩებსა და სკვერებში 5 კაცზე მეტის შეკრება აკრძალეს

2 ივლისი, 2020 • 1180
აზერბაიჯანში ქუჩებსა და სკვერებში 5 კაცზე მეტის შეკრება აკრძალეს

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, აზერბაიჯანი საკარანტინო რეჟიმს ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესაბამისად, ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების ქუჩებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხუთ კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა.

ოფიციალური ცნობით, შეზღუდვები 5-დან 20 ივლისამდე  გაგრძელდება.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები და ოპოზიციური  სპექტრი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო საკარანტინო  მკაცრი რეჟიმის დაწესება ხელისუფლების ინტერესებშია, ვინაიდან მოქალაქეებს შეკრება და საპროტესტო აქციების გამართვა ეკრძალებათ.

“საკარანტინო რეჟიმის დარღვევა” – დაკავებების ახალი საბაბი აზერბაიჯანში

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.