ახალი ამბები

7 ივლისიდან ვაკის პარკში ღია ცის ქვეშ სპექტაკლები დაიდგმება

2 ივლისი, 2020 • 2383
7 ივლისიდან ვაკის პარკში ღია ცის ქვეშ სპექტაკლები დაიდგმება

7 ივლისიდან ვაკის პარკის ღია კინოთეატრ Club 33a-ში ღია ცის ქვეშ სპექტაკლები დაიდგმება.

პროექტის “100 სკამი ცის ქვეშ” ფარგლებში, 7 ივლისიდან 11 აგვისტომდე, ყოველი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მოქალაქეები სპექტაკლების ნახვას შეძლებენ. პროექტში 13 ქართული თეატრი და ორი დამოუკიდებელი პროექტი მიიღებს მონაწილეობას.

პროექტის ორგანიზატორი, მაია გელოვანი ამბობს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს სრულად დაიცავენ, სკამები კი 2-მეტრიანი დისტანციით განთავსდება.

პროექტი „100 სკამი ცის ქვეშ“ შემდეგ დადგმებს მოიცავს:

  • 7 ივლისი (გახსნა) _ მუსიკისა და დრამის თეატრი _ „გაყრა“ _ რეჟისორი: დავით დოიაშვილი
  • 8 ივლისი _ თეატრი ათონელზე „მორალი“ _ რეჟისორი: პაატა ციკოლია
  • 9 ივლისი _ მოზარდმაყურებელთა თეატრი _ – 18:00სთ. – „შოუ ზღაპართა ქვეყანაში“ / 22:00 სთ – „აურზაური არაფრის გამო“ _ რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
  • 14 ივლისი _ სოხუმის თეატრი – „იაკიში და პუპჩე“ რეჟისორი – დავით საყვარელიძე
  • 15 ივლისი – რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა _ მურმან ჯინორიას სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“
  • 16 ივლისი – მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი _ „7 პპ“ _ რეჟისორი: ზურაბ გეწაძე
  • 21 ივლისი _ მარჯანიშვილის თეატრი _ „მთვრალი ალუბალი“ _ რეჟისორი : ლევან წულაძე
  • 22 ივლისი _ ილიაუნის თეატრი „რიჩარდ III“ _ რეჟისორი : კახაბერ შარტავა
  • 23 ივლისი _ თოჯინების თეატრი – „საქართველო“ _ რეჟისორი : ნიკოლოზ საბაშვილი
  • 28 ივლისი „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ ვანო ხუციშვილის დამოუკიდებელი პროექტი
  • 29 ივლისი – თავისუფალი თეატრი _ „2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს“ _ რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
  • 30 ივლისი _ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი _ „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ _ რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე
  • 4 აგვისტო _ „ზიპო“ პაატა ციკოლიას დამოუკიდებელი პროექტი
  • 5 აგვისტო _ ფოთის თეატრი – „ხრამუნა“ რეჟისორი – პაატა ციკოლია
  • 6 აგვისტო _ ცხინვალის თეატრი – „ჯაყო“ რეჟისორი – გოჩა კაპანაძე
  • 11 აგვისტო _ (პროექტის დახურვა) _ მოძრაობის თეატრი _ „რეჩიტატივი ქალაქში” _ რეჟისორი: კახა ბაკურაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი