ახალი ამბები

გორის სასამართლომ 7 მოქალაქეს ჯარიმები გაუუქმა – HRC

2 ივლისი, 2020 • 810
გორის სასამართლომ 7 მოქალაქეს ჯარიმები გაუუქმა – HRC

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, 2 ივლისს, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7 მოქალაქეს 3 000-ლარიანი ჯარიმები გაუუქმეს.

ორგანიზაცია ამბობს, რომ 21 აპრილს მათ მიმართეს გორში მცხოვრებმა მოქალაქეებმა .მათი განცხადებით, მიმდინარე წლის 17 აპრილს ისინი დააჯარიმეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დისტანციის დაუცველობის გამო.

„ჯარიმას ისინი მიიჩნევდნენ უკანონოდ, რადგან არ იმყოფებოდენენ ერთად, 3 ადამიანი იდგა ცალკე 2- მეტრიანი დისტანციის დაცვით, მათგან 40-50 მეტრის დაშორებით იდგა კიდევ სამი ადამიანი 2- მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო ერთი მათგანი იდგა საერთოდ ცალკე.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ ერთად და გამოწერა შვიდი 3000- ლარიანი საჯარიმო ქვითარი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შსს-გან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების გაუქმება. ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა“, – ამბობს ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი