ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს 92%-მა მისცა ხმა – რუსეთის საელჩო

2 ივლისი, 2020 • 1175
აფხაზეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს 92%-მა მისცა ხმა – რუსეთის საელჩო

აფხაზეთში რუსეთის საელჩომ დღეს, 2 ივლისს, რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე აფხაზეთში კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა. არსებული შედეგი განსხვავებულია იმისგან, რაც დღეს რუსულენოვნმა მედიასაშუალებებმა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მონაცემზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს.

საელჩოს ცნობით,  რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს აფხაზეთში 92%-მა დაუჭირა მხარი. აქამდე არსებული ოფიციალური მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 67%-მდე იყო.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, სადაც ასევე ჩატარდა კენჭისყრის პროცესი, რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 87%-მა დაუჭირა.

რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებები, სხვადასხვა სფეროში ცვლილების პარალელურად, ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადის განულებასა და 2024 წელს მის არჩევნებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს, რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცენ

მასალების გადაბეჭდვის წესი