ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ (არ) უხსნის საზღვარს საქართველოს

2 ივლისი, 2020 • 2830
ვინ (არ) უხსნის საზღვარს საქართველოს

2020 წლის 30 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებთანაც, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხო იქნება საზღვრების გახსნა. საუბარია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სიაზე.

თუმცა სია, რომელიც ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა, გაერთიანების წევრებს საზღვრის გახსნას არ ავალდებულებს —ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია, მათივე განცხადებით, იურიდიულად სავალადებულო არაა და რეკომენდაციის შესრულებაზე პასუხისმგებლები ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებები არიან.

ამგვარად, მიუხედავად ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციისა, ქვეყნებს შეუძლიათ, ზოგ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, საზღვრები არ გახსნან.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, თუ გაერთიანების რომელმა სახელმწიფოებმა მიიღეს საქართველოსთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება, ხოლო რომლებმა შეიკავეს ჯერჯერობით თავი ამ ნაბიჯისგან.

ზოგიერთი ქვეყნის მიერ საზღვრების გახსნის მიუხედავად, უცნობია, როდის აღდგება რეგულარული ფრენები საქართველოში. საქართველოს მთავრობის თავდაპირველი გეგმით, რეგულრაული ფრენები კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნების ნაწილთან ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მოგვიანებით ეს გეგმა შეიცვალა და ფრენების აღდგენა აგვისტომდე გადავადდა. ამის პარალელურად ივლისში დაინიშნა ჩარტერული ფრენები რამდენიმე მიმართულებით, რომელსაც საქართველოს ავიახაზები ასრულებს. ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ვერ აზუსტებს, აღდგება თუ არა რეგულარული ფრენები გარკვეული მიმართულებებით აგვისტოდან. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ჩარტერული რეისების კომპონენტს ვიზეარიც დაემატოს, რომელიც უფრო დაბალფასიან ბილეთებს ყიდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი