ახალი ამბები

გახარიას თქმით, ემიგრანტების დაბრუნების 200-ევროიანი ბილეთების პროგრამა აღდგება

2 ივლისი, 2020 • 1271
გახარიას თქმით, ემიგრანტების დაბრუნების 200-ევროიანი ბილეთების პროგრამა აღდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების პროგრამას აღადგენს, რომელიც საგაგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობდა.

მისი თქმით, თვითმფრინავის ბილეთის ფასი 200 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.

“მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები. ეკონიმიკის სამინისტროს აქვს უკვე მიღებული დავალება, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის უნდა არსებობდეს განრიგი ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღებ ფასად და ეს არ უნდა აჭარბებდეს 200 ევროსს. ამასთან ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიკომპანიამ”, – განაცხადა გახარიამ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ თავდაპირველი გეგმები შეცვალა და რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღი კიდევ 1 თვით გადაავადა, საზღვარგარეთ მყოფი არაერთი ემიგრანტი ამბობს, რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ემიგრანტები, რომლებიც ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ვერ ბრუნდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი