ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვმა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა თვითიზოლაციიდან მისცა

1 ივლისი, 2020 • 1210
ბიბილოვმა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა თვითიზოლაციიდან მისცა

მოსკოვიდან დაბრუნებულმა ანატოლი ბიბილოვმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა, რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა თვითიზოლაციიდან მისცა. ინფორმაციას და ფოტოებს ოსური სააგენტო “რესი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, ბიბილოვს საკუთარ რეზიდენციაში მობილური საუბნო საარჩევნო კომისია ეწვია.

ფოტო: სააგენტო “რეს”-ი

“მე, როგორც რუსეთის მოქალაქეს, აუცილებლად მიმაჩნია, ხმა მივცე რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ თავად რუსეთისთვის, არამედ სამხრეთ ოსეთისთვისაც”.

რამდენიმე დღით ადრე ბიბილოვმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღოთ.

ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს, რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცენ

რუსეთის ერთ-ერთი საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 2024 წელსაც შეეძლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი