ახალი ამბები

“სამართლიან არჩევნებს” ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

30 ივნისი, 2020 • 808
“სამართლიან არჩევნებს” ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადობის ცნობით, ორგანიზაციის გამგეობამ ახალი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ელენე ნიჟარაძე აირჩია.

ISFED-ცნობით, ელენე ნიჟარაძე “სამართლიან არჩევნებში” 8 წლის განმავლობაში მუშაობს, 2017 წლიდან დღემდე კი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე ხელმძღვანელობდა საკანონმდებლო რეფორმებისა და პოლიტიკის კვლევის მიმართულებას.

გარდა ამისა, ის კოორდინირებას უწევდა საარჩევნო რეფორმების, საარჩევნო სიების მონიტორინგის და ევროინტეგრაციის მიმართულებით ISFED-ის პროექტებს და ორგანიზაციის სახელით ჩართული იყო საარჩევნო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკონსტიტუციო რეფორმებში. ის ასევე მონაწილოებდა ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიებში და პსეციალიზებული იყო არჩევნების დღეს ინციდენტების ცენტრის ფუნქციონირებაზე, საარჩევნო დავების პროცესის მართვასა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგზე.

ISFED-ის ცნობით, ელენე ნიჟარაძე კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი), და, ასევე, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე აქვს ეუთოს და ენემოს საერთაშორისო სამაკვირვებლო მისიებში მონაწილეობის გამოცდილება.

“სამართლიან არჩენვებს” 2016 წლიდან დღემდე მიხეილ ბენიძე ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადაა 4 წელი. რაც შეეხება ბენიძეს, ის “სამართლიან არჩევნებში” კონსულტანტის პოზიციაზე რჩება და ორგანიზაციას, ძირითადად, სოციალური მედიის მონიტორინგის
მიმართულებით დაეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი