ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დიქტატორები პანდემიასავით საშიში არიან” – აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტები

30 ივნისი, 2020 • 1231
“დიქტატორები პანდემიასავით საშიში არიან” – აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტები

გერმანიის რამდენიმე ქალაქში აზერბაიჯანელმა პოლიტემიგრანტებმა აქციები გამართეს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, გერმანიის მთავრობის ყურადღების მიპყრობის მიზნით.

“დიქტატორებიც ისეთივე საშიში არიან, როგორც კორონავირუსის პანდემია”, – ამ სახელწოდების ლოზუნგებით გამოვიდნენ აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის მიზეზით გერმანიაში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეები, რითაც ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში აქტივისტების დაკავება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა გააპროტესტეს.

ასევე, რამდენიმე კვირის წინ ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ და ბერლინში მცხოვრებმა სხვა აზერბაიჯანელმა პოლიტემიგრანტებმა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის რეზიდენციის წინ აქციით გააპროტესტეს აზერბაიჯანში პოლიციის ძალადობა  და გერმანიას მოუწოდეს, არ ითანამშრომლოს ალიევის რეჟიმთან.

მუხთარლიმ და სხვა პოლიტემიგრანტებმა გერმანიას მოუწოდეს, ალიევის რეჟიმთან არ ითანამშრომლონ

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მკაცრი კარანტინის პირობების დარღვევის ბრალდებით, აზერბაიჯანში რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ისინი სხვადასხვა მოთხოვნით ქვეყანაში აქციებს მართავდნენ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ბოლო წლების ანგარიშების მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი