ახალი ამბები

მე-15 დაღუპული კოვიდპაციენტი 82 წლის იყო – NCDC

28 ივნისი, 2020 • 1304
მე-15 დაღუპული კოვიდპაციენტი 82 წლის იყო – NCDC

დაავადებათა კონსტროლის ეროვნული ცენტრის პრესასამხურის თანახმად, Covid-19-ით დაღუპული მე-15 პაციენტი არის 82 წლის კაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა ქვეყანაში.

„მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ შეფასდა. ჰქონდა მრავლობითი თანმხლები დაავადებები და უკანასკნელი ორი კვირა იყო ხელოვნურ ვენტილიაციაზე“, – იუწყება NCDC.


28 ივნისს მთავრობის საიტზე, stopcov.ge-ზე ასახული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური სტატისტიკით, ეს საქართველოში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე მე-15 კოვიდინფიცირებული ადამიანია, რომელიც გარდაიცვალა.

28 ივნისის დილის 11:00 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;

ამავე დროში გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 924
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 785
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15
  • კარანტინის რეჟიმში – 2819
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი