ახალი ამბები

მაშველი ძაღლები “პენსიაზე გავიდნენ”

27 ივნისი, 2020 • 2463
მაშველი ძაღლები “პენსიაზე გავიდნენ”

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველი ექვსი ძაღლი დღეიდან სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი 12 წელი გაატარეს სამსახურში და სხვადასხვა სამაშველო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. დღეიდან კი ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებაში გადაინაცვლებენ და მათზე მეხანძრე-მაშველები იზრუნებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა – ტინტო. მის გარდა სამსახური ახალი ძაღლების მიღებას და გაწვრთნას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი