ახალი ამბები

იტალიამ და თურქეთმა თვითმფრინავის სალონის ზედა თაროებზე ბარგის განთავსება აკრძალეს

27 ივნისი, 2020 • 1699
იტალიამ და თურქეთმა თვითმფრინავის სალონის ზედა თაროებზე ბარგის განთავსება აკრძალეს

თურქეთისა და იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თვითმფრინავების სალონში, ზედა თაროებზე ხელბარგის განთავსება აიკრძალა. მგზავრებს სალონში ხელბარგის ატანა მაინც შეეძლებათ, მაგრამ შეზღუდული რაოდენობითა და ზომებით. ინფორმაციას ამის შესახებ Avianews.com ავრცელებს.

შეზღუდვის მიზეზად კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სახელდება. კერძოდ, ცნობილი ფაქტია, რომ თვითმფრინავში ჩასხდომისა და მგზავრებისგან დაცლის პროცესს სწორედ სალონის ზედა თაროებზე ბარგის განთავსება ან ჩამოღება აფერხებს.

მაგალითად, თურქეთის ავიახაზების ბორტზე დასაშვები იქნება ისეთი ხელბარგის ატანა, რომელიც არ აჭარბებს 4 კილოგრამს, ზომები კი იქნება 40х30х15 სმ, რათა თავისუფლად მოთავსდეს წინა სავარძლის ქვეშ. ყველა, ვისაც პანდემიამდე დასაშვები ზომის ხელბარგი ექნება, საშუალებას მისცემენ, აღნიშნული ჩააბარონ რეგისტრირებული ბარგების განყოფილებაში, ჩაბარებამდე კი ძვირფასი ნივთები და მნიშვნელოვანი საბუთები ამოიღონ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი