ახალი ამბები

ბოკერიას და აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია – კობახიძე აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორების პროექტზე

26 ივნისი, 2020 • 1575
ბოკერიას და აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია – კობახიძე აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორების პროექტზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის თავდაცვის აქტში სენატორ ჯიმ რიშის მიერ წარდგენილ შესწორების პროექტში გიორგი რურუას ხსენება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსისა და გიგა ბოკერიას მეგობრობის შედეგია.

“მაქვს ინფორმაცია, რომ გიგა ბოკერია და კომიტეტის აპარატის უფროსი წლებია მეგობრობენ ერთმანეთთან. მე არ ვიცი, რა დგას ამ მეგობრობის უკან. შესაბამისად, პროექტში შესაძლოა შეტანილი ყოფილიყო ასეთი წინადადება, თუმცა ეს არის ბოკერიას და აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი.

როდესაც თუნდაც პროექტში ხვდება ასეთი წინადადება, ეს ვერაფერს ვერ დააკლებს ქვეყანას, სახელმწიფოს და ქართულ ოცნებას”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ირაკლი კობახიძე მის მიმართ აგრძელებს კომპლიმენეტების თქმას, თუმცა უარყოფს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსთან მეგობრობას.

“არ მაქვს ამხელა გავლენა, ვერ დავიბრალებ”, – აღნიშნა ბოკერიამ და დასძინა, რომ აშშ-ის მსგავს სტრატეგიულ დოკუმენტში გიორგი რურუას პატიმრობის საკითხის ჩაწერა არის უმნიშვნელოვანესი ამბავი.

“მიუხედავად შეთანხმებისა, გიორგი რურუა ჯერ კიდევ რჩება წინასწარ პატიმრობაში”, – აღნიშნული ფრაზა წერია სენატორ ჯიმ რიშის მიერ მომზადებული შესწორების პროექტში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის აქტში უნდა შევიდეს.

ვრცლად ნახეთ:

ახალი საარჩევნო სისტემა II მოსმენითაც მიიღეს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი