ახალი ამბები

ტურიზმი, როგორიც ჩვენ ის ვიცოდით, დასრულდა — Airbnb-ის CEO

26 ივნისი, 2020 • 1211
ტურიზმი, როგორიც ჩვენ ის ვიცოდით, დასრულდა — Airbnb-ის CEO

საცხოვრებელი ფართების გაქირავების სერვისის, Airbnb-ის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა (CEO), ბრაიან ჩესკიმ CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ტურიზმი, როგორიც ჩვენ ის ვიცოდით, დასრულდა“.

„ტურიზმი, როგორიც ჩვენ ის ვიცოდით, დასრულდა. ეს არ ნიშნავს, რომ დასრულდა ტურიზმი, უბრალოდ დასრულდა ჩვენთვის ცნობილი ფორმით და უკან აღარც დაბრუნდება“, — განაცხადა მან.

ამასთან ერთად, როგორც ჩესკი ამბობს, Airbnb-იმ 4-6 კვირის განმავლობაში თითქმის ყველაფერი დაკარგა:

„12 წელი ვქმნიდით Airbnb-ის და თითქმის ყველაფერი 4-6 კვირაში დავკარგეთ“, — აღნიშნავს ჩესკი.

ამასთან ერთად, ჩესკის თქმით, აშშ-ში Airbnb მაინც განაგრძობს მუშაობს, თუმცა არ სურთ ჰქონდეთ „არასწორი მოლოდინი და კომპანიამ საფრთხეს ჯერჯერობით თავი ვერ დააღწია“.


კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა, რის შედეგადაც დაზარალდა ტურისტული სექტორი. ჯერჯერობით, პანდემიის აქტიური ფაზიდან 3-4 თვის შემდეგ, საზღვრები კვლავ არ გახსნილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი